პროექტის აქტივობები

პროექტში მონაწილეობა:
მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სკოლის 6 წევრისგან შემდგარ გუნდს, რომელსაც ესმის ციფრული ცვლილებების როლი საკუთარი სკოლის კონტექსტში და მოტივირებულები არიან:
  • შეისწავლონ ის ცვლილებები, რასაც ტექნოლოგიების დანერგვა განაპირობებს განათლებაში
  • განაახლონ თავისი სასწავლო პრაქტიკა, რათა მხარი აუბან ციფრულ სასწავლო ეპოქის მოთხოვნებს მოსწავლეების სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად
  • მონაწილეობა მიიღონ უკეთესი სკოლის შექმნაში, და მზად არიან ერთობლივად განახორციელონ ცვლილებები
  • გადაწყვეტილებები სასკოლო და საკლასო პრაქტიკის კვლევიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე მიიღონ.
სკოლის გუნდი მოიცავს: სკოლის დირექტორს, ინფორმაციულ მენეჯერს და მასწავლებლებს.
სკოლის გუნდების ტრენინგი
სკოლის გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგში. გუნდები:
  • ჩამოაყალიბებენ საერთო ხედვას და სკოლის ციფრული ინოვაციის შესახებ იდეებს გაუზიარებენ ერთმანეთს
  • ციფრული ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის თვით-შეფასების რეპორტს შექმნიან, ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პრაქტიკაში საკუთარ მიღწევებსა და გამოწვევებს გაანალიზებენ
  • სპეციალური ონლაინ ინსტრუმენტის საშუალებით სკოლის ციფრულ სტრატეგიას შექმნიან და ონლაინში განათავსებენ
  • სკოლის ციფრულ დღის წესრიგს პოპულარიზებას გაუწევენ სასკოლო საზოგადოებაში, მათი თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად
  • ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს, სერვისებსა და მასალებს გაეცნობიან ინოვაციური ციფრული სასწავლო პრაქტიკის დასანერგად
  • ინოვაციურ პრაქტიკას სხვა სკოლებს გაუზიარებენ მათთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
ტრენინგების ციკლი 2019 წლის თებერვალში დაიწყება. ტრენინგი 24 საკონტაქტო საათისგან შედგება, რომელიც 4 დღეზეა განაწილებული, თვეში 1 შეხვედრა.
ფინალური კონფერენცია
ფინალური კონფერენცია ბათუმში გაიმართება. კონფერენციის განმავლობაში გუნდები ციფრული სასწავლო პრაქტიკის მაგალითებსა და წარმატებულ ისტორიებს გაუზიარებენ ერთმანეთს. ასევე, ინფორმაციას მიიღებენ მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ტენდენციების შესახებ.

წყარო: https://dgturn.wordpress.com 

Комментариев нет:

Отправить комментарий