вторник, 26 февраля 2019 г.

„ციფრული სკოლა – საქართველო“ პრეოქტის შესახებ

პროექტი “ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.
პროექტის ფარგლებში 120 სკოლის გუნდი მომზადდება, სკოლიდან 6 წევრის მონაწილეობით (სულ 720 მონაწილე). მონაწილეები:
  • სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას
  • სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს
  • ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ
  • მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით.
პროექტში მონაწილეობა ასევე დაგეხმარებათ:
  • სასკოლო და საკლასო კვლევა დაგეგმოთ და განახორციელოთ, მიიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები
  • სკოლის სამოქმედო გეგმა მოამზადოთ მომავალი სასწავლო წლისთვის
  • სკოლის ბაზაზე ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც მზადაა ციფრული ინოვაციების დასანერგად.
წყარო: https://dgturn.wordpress.com/