ციფრული სტრატეგია

სელფის შედეგებიდან გამომდინარე გამოიკვეთა სკოლის სუსტი მხარეები და შეირჩა
სტრატეგია - ცვლილებები სასწავლო გარემოში. პრობლემად დაისახა შეფასების
რუბრიკების ერთიანი სისტემის შექმნა. იმის დასადგენად თუ რამდენად არიან
ინფორმირებული მოსწავლეები და მშობლები შეფასების რუბრიკებთან დაკავშირებით,
google form -ში შექმნილი კითხვარების მიხედვით, Edmodo- ს გამოყენებით სკოლაში
ჩატარდა ანკეტირება. დადგინდა არსებული მდგომარეობა შეფასების პრაქტიკის
სასწავლო პროცესში ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებით.
ობიექტური განმავითარებელი შეფასების უნარის განვითარება მოსწავლეებში ხელს
უწყობს კოგნიტური უნარების განვითარებას, მოსწავლეს ექმნება რეალური
წარმოდგენა საკუთარი და სხვათა შესაძლებლობების შესახებ , რაც მატებს
თვითრწმენას და აადვილებს პრობლემის გადაჭრას, შესაბამისად მოსწავლე ხდება
თავდაჯერებული, იმკვიდრებს ადგილს იმ საზოგადოებაში სადაც ცხოვრობს, შედეგად
ნაკლებად აგრესიული და მეტად მოტივირებულია.




Комментариев нет:

Отправить комментарий